ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
ნეირონული თეორია – კონტაქტური თეორია, ერთ – ერთი შეხედულება ნერვული ქსოვილის აღნაგობაზე, რომლის თანახმად ნეირონები ერთმანეთს კონტაქტით უკავშირდებიან. ნეირონული თეორიის თანახმად, ნეირონები ყოველთვის ინარჩუნებენ თავიანთ სტრუქტურულ და ფუნქციურ ინდივიდუალობას და აგზნება ერთი ნეირონიდან მეორეს გადაეცემა მათი კონტაქტის ადგილზე (იხ. სინაფსები). ნეირონული თეორიის საპირისპირო შეხედულებით (ფიბრილარული უწყვეტობის თეორია) სინაფსებში ერთი ნეირონიდან მეორეში უწყვეტად გრძელდება ციტოპლაზმა და მასში მყოფი ნეიროფიბრილები, რომელთაც აგზნების იმპულსის გატარების სპეციფ. ფუნქცია აქვთ. აგზნების გადაცემის მექანიზმის გამორკვევამ და ნერვული ქსოვილის ნატიფი სტრუქტურის შესწავლამ დაადასტურა ნეირონული თეორიის მართებულობა. ლ. ნათაძე. [“1”]
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა