ოქრონოზი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოქრონოზი – 1. (ochronosis; ბერძ. Ochros ყვითელი + nosos დაავადება) ხრტილოვანი ქსოვილის, იოგების, მყესების, ფასციების, ტვინის მაგარი გარსისა და სხვა შემაერთებელქსოვილოვანი წარმონაქმნების დაზიანება, რომელიც ხასიათდება მათი პათოლოგიური პიგმენტაციით, ტკივილის სინდრომითა და ალკაპტონურიით. ხშირია მამაკაცებში 30 – 50 წლის ასაკში. განასხვავებენ ენდოგენურ ოქრონოზს (თანდაყოლილი, მემკვიდრეობითი და ალკაპტონური) და ეგზოგენურს, რომელიც წარმოიქმნება კარბოლის მჟავით, ფენოლით, რეზორცინით მოწამვლისას. კლინიკური სურათის მიხედვით განასხვავებენ შემოსაზღვრულ და გავრცელებულ ფორმას. შემოსაზღვრული ფორმა ხასიათდება მსხვილი სახსრების დაზიანებით (მხრის, მუხლის, მენჯ – ბარძაყის) მადეფორმირებელი ართრიტისა და შემდგომი ანკილოზის განვითარების სურათით. გავრცელებული ფორმა ხასიათდება მორუხო ფერის პათოლოგიური შეფერვით, რომელიც განსაკუთრებით გამოხატულია სახის კანზე თვალების ირგვლივ და ხელის მტევნებზე. მალთაშორისი ხრტილების დაზიანება იწვევს შებოჭილობას, მოძრაობის შეზღუდვას, ტკივილებს ხერხემლის წელისა და გავის არეში. დიაგნოზი დგინდება კლინიკური მონაცემებისა და შარდში ჰომოგენიზირებული მჟავას აღმოჩენით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook