Tag Archives: პიგმენტაციით

უიპლის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი უიპლის დაავადება – იშვიათი დაავადება, რომელიც ხასიათდება ლიპიდური ცვლის დარღვევით, ლიპიდურ – პოლისაქარიდული კომპლექსების დაგროვებით და ანთებითი რეაქციებით სხვადასხვა ორგანოებში. გამომწვევია ჩხირისებრი ბაქტერია. დაავადების მიმდინარეობაში გამოყოფენ 3 ფაზას. თავდაპირველად ვლინდება სისუსტით, ართრალგიებით, ანემიით. მეორე ფაზა ხასიათდება ტკივლებით მუცელში, დიარეით, სტეატორეით, ცხელებით, სხეულის მასის დაქვეითებით, ლიმფოადენოპათიით, კანის პიგმენტაციით,

Read More

სინათლისმიერი ოფთალმია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინათლისმიერი ოფთალმია – კონიუნქტივის, რქოვანას და ბადურა გარსის  დამწვრობა თვალზე ძალიან კაშკაშა სინათლის ზემოქმედებით. სიმპტომები. 6 – 8 საათის შემდეგ სინათლის მოქმედების შემდეგ ვლინდება მწვავე ტკივილი თვალებში, ბლეფაროსპაზმი, ცრემლდენა. კონიუნქტივა ჰიპერემიულია და რამდენადმე შეშუპებულია, ზოგჯერ ვლინდება პერიკორნეალური ინიექცია. რქოვანა დაბინდულია. გუგები შევიწროვებულია, რეაქცია სინათლეზე დუნეა. ბადურა გარსის

Read More