ოჯახური მორეციდივე პოლისეროზიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოჯახური მორეციდივე პოლისეროზიტი – პერიოდული დაავადება, სომხური დაავადება, ოჯახური პერიოდული დაავადება, ხმელთაშუა ზღვის ოჯახური ცხელება, ექვსდღიანი ცხელება, პაროქსიზმული პერიტონიტი, პერიოდული პერიტონიტი, შებრუნებითი პოლისეროზიტი, ოჯახური ქრონიკული პოლისეროზიტი, უცნობი ეტიოლოგიის დაავადება, რომელიც ვლინდება პერიოდულად, შეტევის მსგავსად სტერეოტიპული ტკივილით მუცლის არეში (ხშირად ასევე გულ – მკერდის არეში და სახსრებში) და პაროქსიზმული ცხელება. სინონიმები: რეიმანის დაავადება, ჯეინუეია – მოზენთალის პაროქსიზმული სინდრომი, სიგალ – კატან – მამუს დაავადება. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook