ოჯახური ამილოიდური ნევროპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოჯახური ამილოიდური ნევროპათია – მემკვიდრეობითი დაავადებების ჯგუფი, რომლებიც გადაეცემა ავტოსომურ – დომინანტური ტიპით და ხასიათდება ამილოიდის ჩალაგებით პერიფერიულ ნერვებსა და სხვა ქსოვილებში. დაავადების I ტიპი ვლინდება სიცოცხლის 3 – 4 ათწლეულში ქვედა კიდურების დისტალური ნაწილებში მგრძნობელობის დარღვევითა და ტკივილებით, ორთოსტატიკური ჰიპოტენზიით, იმპოტენციით, ოფლის, შარდის გამოყოფის დარღვევით და სხვ. ამილოიდი ლაგდება თირკმელებში, გულში, თვალებში. სიკვდილი დგება თირკმლის ან გულის უკმარისობის შედეგად პირველი სიმპტომების გამოჩენიდან 10 – 20 წლის შემდეგ. დავადების მე – 2 ტიპი ვლინდება მოზრდილებში მაჯის არხის სინდრომით, რაც უკავშირდება ამილოიდის ჩალაგებას ხელისგულის იოგში. მოგვიანებით ვითარდება გენერალიზებული პოლინევროპათია. დაავადების მე – 3 ტიპი კლინიურად მოგვაგონებს პირველ ტიპს, მაგრამ დამახასიათებელია თირკმელების ნაადრევი დაზიანება, თორმეტგოჯა ნაწლავის წყლული და ნაკლებად გამოხატული ვეგეტატიური დისფუნქცია. დაავადების მე – 4 ტიპისათვის დამახასიათებელია რქოვანას შემღვრევა. მოგვიანებით მას უერთდება სახის ნერვის პროგრესირებადი ნევროპათია სახის კანის ცვლილებით და მსუბუქი გენერალიზებული პოლინევროპათია ნაკლებად გამოხატული ვეგეტატიური დისფუნქციით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა