პასუხისმგებლობა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პასუხისმგებლობა – (ფსიქოლოგია) მომწიფებული პიროვნების თვითრეგულაციისა და თვითდეტერმინაციის სპეციფიკური ფორმა, რომელიც გამოიხატება საკუთარი თავის, – როგორც ჩადენილი ქმედებებისა და მათი შედეგების მიზეზი, – შემეცნებაში და საკუთარი უნარის შემეცნებასა და კონტროლში – გახდეს ცვლილებათა მიზეზი გარემომცველ სამყაროში და პირად ცხოვრებაში. ფსიქოლოგიაში, უპირატესად, დასავლეთის, პასუხისმგებლობა განიხილებოდა არა როგორც ერთიანი მოვლენა, არამედ მის ცალკეულ ფორმებში ან ასპექტებში, ტესტებსა და ექსპერიმენტალურ სქემებში. ერთ – ერთი ასეთი კერძო ფორმა პასუხისმგებლობისა, არის სოციალური პასუხისმგებლობა – ადამიანის მიდრეკილება მოიქცეს სხვა ადამიანთა ინტერესების შესაბამსად და არა ვიწროეგოისტური ინტერესების შესაბამისად, დაიცვას მიღებული ნორმები და შეასრულოს როლური (იხ. როლი) ვალდებულებები. გამოკვლევათა ჩარჩოებში, ადამიანის მიერ საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება აქტიურ მოქმედებებზე ამა თუ იმ სოციალურ სიტუაციებში, აღწერილი და გამოკვლეულ იქნა ე. წ. ფენომენი – ,,დიფუზური პასუხისმგებლობა” – აუცილებელ მოქმედებათა განხორციელების შესაძლებლობის მკვეთრი დაქვეითება, თუკი სიტუაციას ესწრებიან სხვა ადამიანებიც, – მათი რიცხვის პირდაპირ დამოკიდებულებაში. პასუხისმგებლობის მეორე მხარეა კონტროლის ლოკუსი – ადამიანის მიდრეკილება დაინახოს მომხდარ მოვლენების მიზეზები საკუთარ თავში, ან გარე ფაქტორებში. გამოკვლევის საკმაოდ ფართო ადგილი აქვს დათმობილი პასუხისმგებლობის ატრიბუციას – მიეწეროს პასუხისმგებლობის ამა თუ იმ ფაქტორებს სხვადასხვა მოვლენათა შედეგები. ატრიბუციის ცნებასთან ახლოსაა კონტროლის ლოკუსის ცნება, მაგრამ მისგან განსხვავებით, ეხება არა იმდენად საკუთარ მოქმდებებს, არამედ სხვა ადამიანების მოქმედებებს, რომლებიც შეფასებულია გარე დამკვირვებლის პოზიციით. ამ ორი პერსპექტივის განსხვავება თვალნათლივ ვლინდება ესქპერიმენტალურად გამვლენილ ე. წ. ,, ატრიბუციის ფუნდამენტულ სიტუაციაში”: ადამიანები თავიანთი ქცევების მიზეზებს მიაწერენ სიტუაციის თავისებურებებს, ხოლო სხვა ადამიანთა ქცევების მიზეზებს – მათ პირად თავისებურებებს. განსაკუთრებით მრავალმხრივ არის განხილული პასუხისმგებლობის ფენომენი ეგზისტენციალურ ფსიქოლოგიაში, კერძოდ, ფრანკლის ნაშრომებში, რომელიც პასუხისმგებლობას განიხილავს, როგორც ერთ – ერთ ,,ეგზისტენციალს” ადამიანური არსებობისა. პიროვნების თვითრეგულაციის მრავალდონიან მოდელში პასუხისმგებლობა განიხილება როგორც მომწიფებული პიროვნების შინაგანი თვითრეგულაცია, გაშუალებული ღირებული ორიენტირებით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook