მონოცენტრული მიტოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მონოცენტრული მიტოზი – (mitosis monocentralis ბერძნ.mitos – ძაფი, monos – ერთი და centrum – ცენტრი) ერთპოლუსიანი მიტოზი, რომლის დროს რაიმე მიზეზით უჯრედის ცენტრი არ იყოფა ორად, რის გამოც იქმნება დამოკლებული აქრომატული ერთპოლუ­სიანი თითისტარა. ამ დროს ქრომოსომები ტიპურ ანაფაზურ გადაად­გილებებს არ აკეთებენ. თუ ისინი სიგრძივ იხლიჩება, პოლიპლოიდია წარმოიქმნება, რადგან ჩვეულებრივ, მონოცენტრული მიტოზი ციტოპ­ლაზმოტომიით არ მთავრდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა