მორგანის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მორგანის სინდრომი – (G. B. Morgani, იტალ. ექიმი და ანატომი; სინ.: მორგანის ჰიპეროსტოზური ენდოკრანიოზი, მეტაბოლური კრანიოპათია, სტიუარტ – მორელის სინდრომი) კლინიკური სინდრომი, რომელიც ხასიათდება შუბლის ძვლის შიგა ფირფიტის ჰიპეროსტოზითა და ჰიპოთალამუს – ჰიპოფიზ – ენდოკრინული ჯირკვლების სისტემაში დარღვევების არსებობით. სინდრომი ხშირად აღინიშნება ქალებში. ძირითადი კლინიკური სიმპტომებია – შუბლის ძვლის შიგა ფირფიტის ჰიპეროსტოზი, სიმსუქნე (ჰიპოთალამური ტიპის, ცხიმის თანაბარი განაწილებით) და ჰირსუტიზმი, რაც წარმოადგენს მორგანის კლასიკურ ტრიადას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა