მორგან – ადამს – სტოქსის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მორგან – ადამს – სტოქსის სინდრომი – ცნობიერების მოულოდნელი დაკარგვა, რასაც თან სდევს კრუნჩხვები, ღებინება, სიფერმკრთალე, მას ცვლის ციანოზი, სუნთქვის დარღვევა, შეტევის დროს წნევა არ ისაზღვრება და ჩვეულებრივ გულის ტონები არ ისმის. აღინიშნება რიტმის და გულის გამტარებლობის ზოგიერთი ფორმის დარღვევის დროს, რაც იწვევს ტვინის იშემიას. სინონიმები: ადამს – სტოქსის სინდრომი, სპენსის სინდრომი, ადამს – მორგანი – სტოქსის სინდრომი, სტოქსის სინდრომი. [“3”] 2. გულის წასვლა, რომელიც გამოწვეულია გულის ატრიოვენტრიკულური ბლოკადით, პარკუჭოვანი ტაქიკარდიით ან პარკუჭების ფიბრილაციით. დამახასიათებელია უეცრად განვითარებული სიფერმკრთალე, გონების დაკარგვა, კისრის ვენების გაბერვა, აკროციანოზი, შემდგომში – კრუნჩხვები, რაც შერწყმულია პულსის პერიოდულ შეჩერებასთან. აღნიშნული გრძელდება 2 წუთამდე. ცნობიერების დაბრუნების შემდეგ აღინიშნება კანის ჰიპერემია. ნაჩვენებია მუდმივი ან დროებითი ელექტროკარდიოსტიმულაცია.