მულტისისტემური ატროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მულტისისტემური ატროფია – სპორადული ნეიროდეგენერაციული დაავადება, რომლის დროსაც ზიანდება ბაზალური განგლიები, ხიდის ბირთვები, ნათხემი, ზურგის ტვინის გვერდითი რქების სიმპათიკური ნეირონები. ვლინდება პარკინსონიზმისა და გამოხატული ვეგეტატიური უკარისობის, პირამიდულ დარღვევების, ნათხემოვანი ატაქსიის ურთიერთშერწყმით.