მუნისტკიპები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მუნისტკიპები – (Sarcoptidae), უხერხემლოთა ოჯახის ნამდვილი ტკიპების რიგისა. პარაზიტობენ ძუძუმწოვართა კანში და იწვევენ მუნს. ცნობილია მუნის ტკიპების 20 – მდე სახეობა. უკეთაა შესწავლილი ჩვეულებრივი მუნის ტკიპები, რომლებიც ადამიანისა და შინაური ცხოველების პარაზიტია. ადამიანის მუნის ტკიპების სიგრძე 0,2 – 0,45 მმ – დეა. დედლები კანის ეპიდერმისში სასვლელებს იკეთებენ, რომლებსაც კვერცხებით ავსებენ. 4 – 8 დღეში მატლები იჩეკებიან; 15 დღეში ისინი გარდაიქმნებიან ზრდასრულ ფორმებად. კოპულაცია ხდება კანის ზედაპირზე. [“1”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა