მშობიარობის სტიმულაცია (ინდუცირებული მშობიარობა)

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მშობიარობის სტიმულაცია (ინდუცირებული მშობიარობა) – გართულებული ორსულობისას, რომელიც საფრთხეს უქმნის როგორც დედის, ასევე ნაყოფის, ან ორივეს სიცოცხლეს ერთდროულად, ასევე ნაყოფის მუცელშიგა სიკვდილის, ან მისი განვითარების ანომალიების შემთხვევაში აუცილებელი ხდება მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევა მშობიარობის სავარაუდო ვადამდე. მშობიარობის ხელოვნურად გამოწვევას ახდენენ როგორც სანაყოფე ბუშტის მთლიანობისას, ასევე მისი არარსებობისას. მთლიანი სანაყოფე ბუშტის შემთხვევაში ეფექტური მეთოდია ამნიოტომია – სანაყოფე ბუშტის გახსნა. თუკი ამის შემდეგ 2 – 3 საათის განმავლობაში მშობიარობა არ დაიწყო, შეჰყავთ ოქსიტოცინი ან პროსტაგლანდინი. თუკი მშობიარობა ამ დროსაც არ დაიწყება 3 – 5 საათის განმავლობაში კეთდება საკესირო კვეთა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა