მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორიტი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მშობიარობის შემდგომი სალპინგოოოფორიტი – საშვილოსნოს დანამატების ანთება; ხშირად წარმოადგენს ენდომიომეტრიტის გართულებას. ინფექციის გამომწვევია სეპტიკური ჯგუფის მიკრობები. ინფექცია ვრცელდება ლიმფოგენურად ან საშვილოსნოს მილებით. ანთებითი პროცესი თავდაპირველად ვრცელდება საშვილოსნოს მილებზე, შემდეგ კი საკვერცხეებზე, წარმოქმნის ერთიან კონგლომერატს. სიმპტომები, მიმდინარეობა. დაავადება ვითარდება მშობიარობიდან მე – 8 – 10 დღეს. მიმდინარეობს ზოგადი მდგომარეობის გაუარესებით, სხეულის ტემპერატურის მომატებით 38 – 390 C – მდე, შემცივნებით, ტაქიკარდიით, მუცელში ძლიერი ტკივილით, გულისრევით, მეტეორიზმით, პერიტონეალური სიმპტომებით. საშოს მხრივ გამოკვლევებით ვლინდება ენდომეტრიტის ნიშნები და საშვილოსნოს დანამატების პასტოზურობა ორივე მხარეს ან ცალ მხარეს. საშვილოსნოს დანამატები მკვეთრად მტკივნეულია პალპაციისას. პროცესის ჰიპერერგული მიმდინარეობის დროს შესაძლებელია დაჩირქება (პიოსალპინქსი, პიოვარიუმი) დიფუზური ჩირქოვანი პერიტონიტის განვითარებით. დიფერენციალური დიაგნოზი ტარდება პარამეტრიტთან, მენჯისმხრივ თრომბოფლებიტთან, მწვავე აპენდიციტთან. მკურნალობა. წოლითი რეჟიმი, ყინული მუცელზე, დიეტა, ანტიბიოტიკები, სულფანილამიდები, გამაყუჩებელი პრეპარატები, მადესენსიბილიზირებელი საშუალებები (პიპოლფენი, დიმედროლი), კალციუმის ქლორიდის 10% – იანი ხსნარი ვენაში, შემდეგში ფრთხლად ატარებენ ფიზიოთერაპიულ პროცედურებს. ჩირქოვანი წარონაქმნების დროს მიმართავენ პუნქციას. პიოსალპინქსის ან პიოვარიუმის მოსალოდნელი გასკდომის ან გასკდომისას ნაჩვენებია სასწრაფო ლაპარატომია და დაზიანებული დანამატების ამოკვეთა; საშვილოსნოს ამოკვეთა ტარდება ჩვენების მიხედვით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა