მშობიარობის შემდგომი წყლული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

მშობიარობის შემდგომი წყლული – წარმოიქმნება მშობიარობიდან მე – 3 – 4 დღეზე შორისის, საშოსა და საშვილოსნოს ყელის ჭრილობის დაინფიცირების შედეგად. ანთებითი პროცესი მიმდინარეობს ნეკროზული ნადების წარმოქმნით. ზოგჯერ აღინიშნება სუბფებრილური ტემპერატურა. დიაგნოზის დადგენა ხდება შორისის, საშოს და საშვილოსნოს ყელის სარკეებით დათვალიერებით. წყლული წარმოადგენს ჭრილობით ზედაპირს, რომელიც დაფარულია მორუხო ფერის, მკვრივი ნადებით. პერიფერიული ქსოვილები შეშუპებული და ჰიპერემიულია. მკურნალობა. ჭრილობაზე ადებენ დოლანდის სალფეთქს, რომელიც დასველებულია ნატრიუმის ქლორიდის ჰიპერტონულ ხსნარში და სინტომიცინის ან სხვა, ანტიბიოტიკის შემცველ ემულსიაში. წყლულოვანი ზედაპირის გასუფთავებას ესაჭიროება რამდენიმე დღე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა