ნათხემოვანი ატაქსია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნათხემოვანი ატაქსია – კლინიკური სინდრომი, რომელიც დაკავშირებულია ნათხემის ან მისგან გამომავალი ნერვული ბოჭკოების დაზიანებასთან. ვლინდება სიარულის თავისებური მანერით, წონასწორობის დარღვევით, დიზართრიით, დისმეტრიით, დისდიადოქოკინეზით, კიდურების ტრემორით. ნათხემის ნახევარსფეროს დაზიანებით ვითარდება ჰემიატაქსია, დაზიანებულ მხარეზე დაცემით, სკანდირებული მეტყველებით, ნისტაგმით. მწვავე ან ქვემწვავე ნათხემოვანი ატაქსიის მიზეზები შესაძლოა იყოს ინსულტი, ენცეფალიტი, ტვინის აბსცესი, სუბდურალური ჰემატომა, ენცეფალოპათია, გაფანტული სკლეროზი. ქრონიკული პროგრესირებადი ფორმის მიზეზი შესაძლოა იყოს სიმსივნე, ნაწლავის ქრონიკული დაავადება, მიმდინარე E ვიტამინის შეწოვის დარღვევით და სხვ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა