ნეირონოპათია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეირონოპათია – (ბერძ. neuron – ძარღვი, ნერვი) პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ზურგის ტვინის წინა რქების მოტორული ნეირონების სხეულების ან ზურგის ტვინის განგლიების სენსორული ნეირონების პათოლოგიურ პროცესში ჩართვით. მოტორული ნეირონოპათია ვლინდება კუნთების სისუსტით, ტონუსის დაქვეითებითა და ატროფიით, რომელთაც ანერვიანებს დაზიანებული უჯრედთა ჯგუფი და არც თუ იშვიათად ატარებს პარანეოპლასტიკურ ხასიათს. სენსორული ნეირონოპათია ვლინდება ინერვაციის შესაბამის ზონაში მგრძნობელობის დარღვევითა და ტკივილით. აღინიშნება პარანეოპლასტიკური პროცესების, შემოსარტყვლითი ჰერპესის, შეგრენის სინდრომის დროს. ნეირონოპათიისათვის დამახასიათებელია ძნელი რეგენერაცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა