ნეკრობიოზი ლიპიდური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნეკრობიოზი ლიპიდური – (necrobiosis; ბერძ. Nekros მკვდარი + bios სიცოცხლე; ბერძ. Lipos ცხიმი + eidos სახე) კანის ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება კოლაგენის ლიპიდური დისტროფიითა და კეროვანი დეზორგანიზაციით. ხშირად ავადდებიან საშუალო ასაკის ქალები. ზიანდება წვივის წინა ზედაპირის კანი, უმეტესად სიმეტრიულად. დაავადება იწყება ერთი ან რამდენიმე ლაქის, ან მოწითალო – მოლურჯო ფერის სუსტად ინფილტრირებული კვანძის გაჩენით, რომლებიდანაც ფორმირდება ბალთები დიამეტრით 1 – 10 სმ და მეტი. ბალთების ზედაპირი თანდათანობით ატროფირდება, მასზე ჩნდება ტელეანგიექტაზიები და მსუბუქი ჰიპერპიგმენტაცია, ზოგჯერ დაწყლულება. დაავადება მიმდინარეობს ქრონიკულად. პროგნოზი განკურნების თვალსაზრისით შედარებით კეთილსაიმედოა, შესაძლოა რეციდივები.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა