ნერის სიმპტომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნერის სიმპტომი – (V. Neri, იტალ. ნევროპათოლოგი) 1. პარალიზებული ფეხის მუხლის სახსარში მოხრა, ჯანმრთელი ფეხის მენჯბარძაყის სახსარში მოხრის დროს; აღინიშნება ჰემიპლეგიის დროს; 2. წინამხრისა და მტევნის სუპინაცია პარეზის მხარეზე ზურგზე მწოლიარე ავადმყოფის პრონაციულ და გაშლილ მდგომარეობაში მყოფი ხელის პასიურად მოხრის დროს; 3. (სინ. ლინდერის სიმპტომი) – წელის არეში ტკივილების წარმოქმნა ავადმყოფის თავის პასიური მოხრის დროს, რომელიც წევს ზურგზე გაშლილი ფეხებით; ნიშანია გავა – წელის რადიკულიტისა; 4. ტანის წინ გადახრის შეუძლებლობა ავადმყოფის დგომის დროს, ფეხებში და დუნდულოებში ტკივილის გამო; ნიშანია გავა – წელის რადიკულიტისა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა