ნუკლეოლონემა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ნუკლეოლონემა – (nucleolonema ლათ.nucleolus – ბირთვაკი და ბერძნ.nema – ძაფი) ძაფისებრი ან ბოჭკოვანი სტრუქტურა, რომელიც უჯრედის ბირთვს უდევს საფუძვლად. ეს ბოჭკოვანი სტრუქტურები ეხლართება და ანასტომოზირებს რა ურთიერთს, ქმნის ბადეს, რომელიც ამორფულ მასაშია ჩაფლული. ნუკლეოლონემის ძაფების დიამეტრი 500 – 2000 Ao – ის ტოლია. ნუკლეოლონემა განივკვეთში შეიცავს 150 Ao – მდე ზომის გრანულებს, რომლებსაც ბირთვული რიბოსომები ეწოდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა