ოკულოფარინგეალური დისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ოკულოფარინგეალური დისტროფია – (ლათ. oculos – თვალი, ბერძ. – pharynx – ხახა) მემკვიდრეობითი დაავადება: პროგრესირებადი კუნთოვანი დისტროფია, რომელიც არჩევითად ვრცელდება თვალის გარეთა კუნთებზე და ხახის კუნთებზე. ვლინდება საშუალო და მოხუცებულობით ასაკში ორმხრივი პტოზით, თვალის კაკლების მოძრაობის შეზღუდვით, ყლაპვის გაძნელებით; მკურნალობა სიმპტომატურია

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა