ორგანიზმის გაუწყლოვნება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

..

ორგანიზმის გაუწყლოვნება – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც ხასიათდება ორგანიზმში წყლის დეფიციტით. მიზეზები: წყლის არასაკმარისი შესვლა ორგანიზმში ან მისი გაძლიერებული გამოყოფა კუჭ – ნაწლავის ტრაქტიდან, კანიდან, თირკმელებიდან, ფილტვებიდან და სხვ.

ვლინდება სხეულის მასის შემცირებით, წყურვილით, ლორწოვანი გარსების სიმშრალით, კანის ელასტიკურობის დაქვეითებით, თვალების ჩავარდნით, არტერიული წნევის დაცემით, ტაქიკარდიით, ჰიპერნატრიემიით, გულის წასვლით, კომით და სხვ. მკურნალობა – ადეკვატური რაოდენობით სითხეების შეყვანა...

გაფრთხილება!

ბმულები: 1. დიეტები 2.ორსულობა და მშობიარობა 3. ,,წყალი”