ორსულთა ტოქსიკოზები

ორსულთა ტოქსიკოზები – 1. ვითარდება ორსულობის დროს და როგორც წესი წყდება მისი დამთავრების შემდეგ. არსებობს მისი განვითარების მრავალრიცხოვანი თეორიები (ალერგიული, ტოქსიკური, იმუნოლოგიური, ნეირორეფლექტორული, ჰუმორალური და სხვ.). პირობითად ტოქსიკოზები იყოფა ადრეულ და გვიან ტოქსიკოზებად. ადრეული ტოქსიკოზის ხშირი კლინიკური ფორმაა ორსულთა ღებინება. იშვიათად გვხვდება ნერწყვდენა, დერმატოზები, ბრონქული ასთმა, სიყვითლე.

გვიან ტოქსიკოზებს მიეკუთვნება ორსულთა წყალმანკი, ნეფროპათია, პრეეკლამფსია, ეკლამფსია. ორსულთა ღებინება არაიშვიათად აღინიშნება ნერწყვდენის ფონზე; მიმდინარეობს გულისრევით, მადის დაქვეითებით, გემოვნების ცვლილებებით. მსუბუქი ფორმა გავლენას არ ახდენს ორსულის საერთო მდგომარეობაზე; საშუალო სიმძიმის ტოქსიკოზის დროს აღინიშნება სისუსტე, სიგამხდრე, დიურეზის შემცირება, მადის დაკარგვა.

ტოქსიკოზის განსაკუთრებულად მძიმე ფორმა – შეუჩერებელი ღებინება. ღებინება დღეში 20 – ჯერ და მეტადაა, ხშირად საკვების მიღებისაგან დამოუკიდებლად. ორსული ძლიერ ხდება, ქვეითდება არტერიული წნევა, პულსი გახშირებულია, მატულობს ტემპერატურა, ვითარდება გამოხატული გაუწყლოვნება, შარდში ჩნდება აცეტონი; წარმოიქმნება გარკვეული საფრთხე სიცოცხლისათვის. ასეთ შემთხვევებში აუცილებელია ორსულობის შეწყვეტა.

(2) ორსულთა პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც დაკავშირებულია სანაყოფე კვერცხის განვითარებასთან, და რომელიც როგორც წესი ქრება მშობიარობის შემდგომ პერიოდში. ტოქსიკოზი, რომელიც ვლინდება ორსულობის პირველი 20 კვირის განმავლობაში ითვლება ნაადრევ ტოქსიკოზად, ხოლო ორსულობის 20 კვირის შემდგომ – გვიან ტოქსიკოზად. ადრეული ტოქსიკოზის ყველაზე გავრცელებული ფორმაა ღებინება და ნერწყვდენა (პტიალიზმი)


გაფრთხილება!