პათოლოგიური სუნთქვა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პათოლოგიური სუნთქვა – თავის ტვინის ფუძის დაზიანების მქონე ავადმყოფებში – ხშირად აღინიშნება კომატოზური მდგომარეობის ფონზე. ჰიპერვენტილაცია ჩვეულებრივ წარმოიქმნება მეტაბოლური აციდოზის დროს (მაგ. ურემიის დროს, ეთილენგლიკოლით მოწამვლისას), ასევე შუა ტვინისა და ხიდის დაზიანების დროს (ცენტრალური ნეიოროგენური ჰიპერვენტილაცია). ჩეინ – სტოქსის სუნთქვა აღინიშნება ჰემისფეროების ღრმა ნაწილების ორმხრივი მსუბუქი დაზიანებისას, მაგრამ ხშირია მეტაბოლური დარღვევების დროს. ჰიპოვენტილაცია აღინიშნება ნებისმიერი გენეზის ღრმა კომის დროს. აპნოზური სუნთქვა ხასიათდება ხანგრძლივი კრუნჩხვითი ჩასუნთქვით შემდგომი აპნოეთი და მიუთითებს თავის ტვინის ხიდის დაზიანებაზე. კლასტერული სუნთქვა ხასიათდება ჰიპერვენტილაციის ხანმოკლე პერიოდებით, რომლებიც მონაცვლეობენ აპნოეს პერიოდებთან და ასევე მიუთითებს თავის ტვინის ხიდის დაზიანებაზე. ატაქტური სუნთქვა – აბსულუტურად არატირმული, ქაოსური სუნთქვა, რაც დაკავშირებულია თავის ტვინის ღეროს ქვედა ნაწილების დაზიანებასთან. აგონიური სუნთქვა კრუნჩხვითი ჩასუნთქვებით – ნიშანია ტვინის ღეროს ქვედა ნაწილების ორმხრივი დაზიანების.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა