პაპილომა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პაპილომა – 1. (ქირურგ.) შემაერთებელქსოვილოვანი სიმსივნე, დაფარული ეპითელიუმით. პაპილომები განლაგებულია ხორხში, საყლაპავში, შარდის ბუშტში, კანზე. სიმპტომები, მიმდინარეობა. ნელა ზრდადი სიმსივნე გრძელ ფეხზე ან ფართო ფუძეზე. შინაგანი ორგანოების პაპილომები ზოგჯერ სისხლმდენია და არცთუ იშვიათად განიცდიან გაავთვისებიანობას. მკურნალობა. ოპერაციული მოცილება (მოკვეთა ან ელექტროკოაგულაცია). 2. (სტომატ.) კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც შედგება შემაერთებელქსოვილოვანი ფუძისაგან და ზრდადი ეპითელური მფარავი შრისაგან. 3. კეთილთვისებიანი სიმსივნე, რომელიც ვითარდება ეპითელისაგან და გამოდის მის ზედაპირზე დვრილის სახით.

გაფრთხილება!


  1. ადამიანის პაპილომა ვირუსი (HPV)