პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარათირეოიდული ოსტეოდისტროფია – (ლათ. Parathyreoideus ფარისებრახლო ჯირკვლის; ბერძ. Osteon ძვალი + dys – მოშლა + trophe კვება; სინ.: რეკლინჰაუზენის დაავადება) ჩონჩხის დაავადება, რომელიც გამოწვეულია ჰიპერპარათირეოზით – პარათირეოიდული ჯირკვლების ჰიპერფუნქციით. დაავადებას განაპირობებს ორგანიზმში მინერალური, ძირითადად ფოსფორ – კალციუმისა და კოლაგენური ცვლის დარღვევები, სისხლში პარატჰორმონის ჭარბი რაოდენობით გამოყოფის გამო, რომელსაც გამოიმუშავებს პარათირეოიდული ჯირკვლების ადენომა, რაც იწვევს ჰიპერკალციემიასა და ჩონჩხის მინერალური და კოლაგენური სტრუქტურების დაკარგვას. კლინიკურად ვლინდება ტკივილებით ძვლებსა და სახსრებში. დაავადების ადრეულ სტადიებზე ადგილობრივი ცვლილებები არ აღინიშნება. შემდგომში კი ვლინდება ძვლის პათოლოგიური მოტეხილობები, რაც იწვევს ჩონჩხის უხეშ ცვლილებებს. პროცესის აქტივიზაციის შემთხვევაში ხდება ძვლის ცალკეული სეგმენტების თითქმის სრული გაწოვა. დაავადებას თან ახლავს ცვლილებები გულ – სისხლძარღვთა, გამომყოფ, საჭმლის მომნელებელ, ნერვულ სისტემებში. მკურნალობა ოპერაციულია. ნაჩვენებია პარათირეოიდული ჯირკვლების რევიზია და ადენომის ამოკვეთა. პროგნოზი დამოკიდებულია დროულ მკურნალობაზე.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა