პარათიროციტები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარათიროციტები – (endocrinocyti parathyroidei) ფარისებრახლო ჯირკვლების პარენქიმის ჯირკვლოვანი უჯრედები, რომელთა შორის არჩევენ მთავარ (endocrinocytus principalis – ნათელ და მუქ) და აციდოფილურ / ოქსიფილურ / (endocrinocytus oxyhilus) უჯრედებს. უჯრედები გამოიმუშავებენ ჰორმონ პარატირინს, რომელიც არეგულირებს კალციუმის მეტაბოლიზმს. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა