ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი
პარაკინეზი – ჰიპერკინეზის ვარიანტი, რომელიც ხასათდება რთული უნებლიე კოორდინირებული მოძრაობებით, რომლებიც გარეგნულად მიზანმიმართულს ჰგვანან. აღინიშნება თავის ტვინის შუბლის წილების დაზიანების დროს, არც თუ იშვიათად შეცვლილი ცნობიერების ფონზე. აღენიშნებათ აგრეთვე ქორეით დაავადებულებს.
ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა