პარანეკროზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარანეკროზი – (paranecrosis ბერძნ.para – ახლოს და necros – მკვდარი) – უჯრედის ჯერ კიდევ შექცევადი დაზიანების ზღვრული დონე, როდესაც ის სიკვდილისწინა მდგომარეობაშია. ამ მოვლენას ფიზიკურ – ქიმიური თვალსაზრისით ახასიათებს ციტოპლაზმის არას­პეციფიკური ცვლილებების კომპლექსი და პირველ რიგში: „1. გრანულების წარმოქმნის დათრგუნვა; 2. პროტოპლაზმის სორბციული თვისებების მომატება; 3. უჯრედთა კოლოიდების დისპერსიულობის შემცირება; 4. უჯრედის შიგთავსის რეაქციის გადახრა მჟავიანობი­საკენ; 5. სიბლანტის მომატება; 6. ყველა ამ ცვლილების შექცევადობა­ აგენტების მოქმედების საწყის ფაზებში~ (ე.ვ.გრამენიცკი, 1963). ყველა ეს ნიშანი ადასტურებს უჯრედის გაღიზიანების უკიდურეს დონეს, რასაც თან სდევს მისი სტრუქტურული ორგანიზაციის გარდაქმნა. პარანეკროზული მდგომარეობა შეიძლება დამთავრდეს ან უჯრედის დაღუპვით, ანდა ახალი სტრუქტურული ორგანიზაციის წარმოქმნით უჯრედის ფუნქციონირების შეცვლილი პირობების შესაბამისად. პარანეკროზის თეორია, ანუ უჯრედის გაღიზიანების დენატურაციული თეორია შექმნეს დ.ნ.ნასონოვმა და ვ.ი.ალექსანდროვმა (1934). მათვე შემოიღეს ტერმინი „პარანეკროზი“. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა