პარაყივანახველა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარაყივანახველა – 1. მწვავე ინფექციური დაავადება, რომელსაც იწვევს პარაყივანახველის ჩხირი; ჰგავს ყივანახველის მსუბუქ ფორმას. ავადდებიან უპირატესად ბავშვები 2 – დან 5 წლამდე. ინკუბაციური პერიოდი საშუალოდ შეადგენს 10 – 11 დღეს. დაავადება მიმდინარეობს ცხელების გარეშე, ხველით, რომელმაც შესაძლებელია მიიღოს კრუნჩხვითი, ყივანახველისებრი ხასიათი. გართულებები (პნევმონიები) შედარებით იშვიათია, მიდინარეობა კეთილვისებიანია. დიაგნოზი დასტურდება ბაქტერიოლოგიურად. მკურნალობა სიმპტომურია. 2. უპირატესად ბავშვთა ჰაერ – წვეთოვანი ინფექციური დაავადება, რომელიც მოგვაგონებს ყივანახველას, მაგრამ ხასიათდება უფრო მსუბუქი მიმდინარეობით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა