პარინოს სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პარინოს სინდრომი – 1. ცქერის დამბლა – ვერტიკალური მიმართულებით, მეტად ზევით, რასაც ხშირად თან ერთვის კონვერგენციის დამბლა. გვხვდება შუა ტვინის სახურავის დაზიანებისას ინფექციური და სისხლძარღვოვანი (ტვინის უკანა არტერიის აუზში) პროცესებით. დაზიანების კერის ორალური ლოკალიზაციის დროს (გვხვდება უფრო ხშირად), ვითარდება ცქერის დამბლა ზევით, ხოლო კაუდალური ლოკალიზაციის დროს – ცქერის დამბლა ქვევით. გვხვდება აგრეთვე ოტხგორაკის, ჯალღუსისებური სხეულის, ნათხემის, მეოთხე პარკუჭის სიმსივნის დროს. ამ უკანასკნელ შემთხვევაში იგი შედეგია შუა ტვინის სახურავის პათოლოგიურ პროცესში ჩართვისა (ზეწოლა, შეშუპება და სხვა) [“3”] 2.პარინოს სინდრომი (H. Parinaud, ფრანგი ოფთალმოლოგი) – სიმპტომთკომპლექსი, რომელიც ხასიათდება კუნთების დამბლით (პარეზით), რომლებიც ახორციელებენ თვალის კაკლების შეთანხმებულ მოძრაობას ზემოთ და მათ კონვერგენციას. დამახასიათებელია შუა ტვინის სახურავის დაზიანებისათვის ზედა გორაკების დონეზე. სინდრომი აღინიშნება ტვინის სისხლმიმოქცვევის დარღვევებისას უკანა ტვინის არტერიის აუზში, შუა ტვინის და ჯალღუზისებრი სხეულის სიმსივნეების დროს, ეპიდემიური ენცეფალიტის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა