პასტერელოზი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პასტერელოზი – (pasteurellosis, სინ.: ჰემორაგიული სეპტიცემია) ინფექციური დაავადება, რომლის გამომწვევია პასტერელები და ხასიათდება სხვადასხვა კლინიკური გამოვლინებებით. დაავადების გამომწვევია pasteurella multocida; ინკუბაციური პერიოდი შეადგენს 1 – 5 დღეს. როდესაც დასნებოვნება ხდება კანიდან, დაავადება ვლინდება პუსტულების სახით, კანქვეშა ადგილობრივი დაზიანებით (აბსცესები, ფლეგმონა), აღინიშნება ანთებითი მოვლენები. ზოგჯერ შესაძლებელია განვითარდეს ოსტეომიელიტი, ართრიტი, სეპტიცემია. ფილტვების დაზიანება მიმდინარეობს პნევმონიის, ემპიემის, ბრონქოექტაზების სახით. დიაგნოზის დადგენა ხდება ეპიდემიოლოგიური ანამნეზის, ბაქტერიოლოგიური გამოკვლევებისა და სისხლის, ექსუდატის, ნახველის და სხვ. სეროლოგიური გამოკვლევით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა