პერიფერიული ნერვული სისტემა

პერიფერიული ნერვული სისტემა – ნერვული სისტემის შემადგენელი ნაწილი, რომელიც უზრუნველყოფს კავშირს ცენტრალურ ნერვულ სისტემასა და სხეულის სხვადასხვა ნაწილებს შორის. მასში შედის ქალას და ზურგის ტვინის ნერვები, რომლებიც გამოდიან თავის ტვინის ღეროდან და ზურგის ტვინიდან და ქმნიან ნერვულ წნულებსა და პერიფერიულ ნერვებს. პერიფერიულ ნერვულ სისტემაში შედის აგრეთვე ზურგის ტვინის, ქალას და ვეგეტატიური განგლიები, რომლებიც წარმოადგენენ ცენტრალური ნერვული სისტემის გარეთ არსებული ნეირონების სხეულების გროვას. პერიფერიული ნერვების გავლით ტვინისაკენ მიედინება ინფორმაცია შიგა და გარე რეცეპტორებიდან, ხოლო უკუმიმართულებით სიგნალები გადაეცემა ჩონჩხის კუნთებს, სისხლძარღვების ან კუჭ – ნაწლავის ტრაქტის გლუვ კუნთებს, ჯირკვლებს.

გაფრთხილება!

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

Share this...Share on Facebook
Facebook