Tag Archives: გამოდიან

ფსევდოუნიპოლარული ნეირონი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფსევდოუნიპოლარული ნეირონი – (neuronum pseudounipolare  –  neurocytus პსეუდოუნიპოლარის ბერძნ.pseudes  –  ცრუ)   ნეიროციტი, რომელის ნეირიტი და დენდრიტი უჯრედის სხეულიდან ერთადერთი ღეროთი გამოდიან, ხოლო შემდეგ იტოტებიან. ლოკალიზებულია უპირატესად ზურგტვინის კვანძის პერიფერიაზე, დენდრიტები მიემართება პერიფერიაზე, ბოლოვდება რეცეპტორით, ნეირიტი შედის ზურგის ტვინის უკანა ფესვის შემადგენლობაში. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის

Read More

სტილის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სტილის სინდრომი – იუვენილური (ბავშვთა) რევმატოიდული ართრიტის ვარიანტი, რომელიც მიმდინარეობს ზოგიერთი შინაგანი ორგანოს დაზიანებით. სიმპტომები. დაავადება ხასიათდება ანტიბიოტიკებისადმი რეზისტენტული ცხელებით, რომელიც ემორჩილება სალიცილატებს, მოგვიანებით ვითარდება ართრიტი მსხვილი სისხლძარღვების დაზიანებით. პარალელურად აღინიშნება ღვიძლის, ელენთის გადიდება, ლიმფადენოპათია, ცვლილებები კანზე, ლეიკოციტოზი. იშვიათად გვხვდება სეროზული გარსების დაზიანება (პლევრიტი, პერიკარდიტი). ზოგჯერ ვისცერული

Read More