პერნიციოზული ანემია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პერნიციოზული ანემია – დაავადება რომელიც განპირობებულია ორგანიზმში B12 ვიტამინის დეფიციტით გამოწვეულ სისხლწარმოქმნის დარღვევასთან. მისი მიზეზია კუჭში ე. წ. კასლის შინაგანი ფაქტორის გამომუშავების არარსებობა, რაც აუცილებელია B12 ვიტამინის ათვისებისათვის, კუჭის ლორწოვანი გარსის ატროფიის, კუჭის რეზექციისა და სხვ. დროს. ვლინდება ანემიის არასპეციფიკური სიმპტომებით (ქოშინი, სისუსტე, გულის ფრიალი და სხვ.), კუჭ – ნაწლავის ტრაქტის დარღვევებით (მადის დაქვეითება, ტკივილების მუცელში, შეკრულობა, ფაღართი), ნერვული სისტემის დაზიანებებით (პარესთეზიები, გაღიზიანებადობა, დეპრესია და სხვ.). პერიფერიული სისხლის გამოკვლევისას ვლინდება ჰემოგლობინის კონცენტრაციის დაწევა, ფერადობის მაჩვენებლის გაზრდა, ერითროციტების ზომებისა და ფორმის ცვლილება. დიაგნოზი ზუსტდება ძვლის ტვინის პუნქტატის გამოკვლევით. მკურნალობა – კუნთებში ციანკობალამინის (ვიტამინი B12 შეყვანა).

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook