Tag Archives: ერითროციტების

ჰიპერქრომაზია

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ჰიპერქრომაზია – (hyperchromasia; ჰიპერ –  + ბერძ. chroma ფერი, შეფერვა; სინ. ჰიპერქრომია) ერითროციტების გაძლიერებული შეფერვა მათში ჰემოგლობინის შემცველობის მომატებით; ხასიათდება ფერადობის მაჩვენებლის მომატებით (1,0 ზემოთ); აღინიშნება ზოგიერთი ჰემოლიზური ანემიების დროს, შერწყმული მაკროციტოზთან და მეგალოციტოზთან. გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

შტრუბინგ – მარკიაფავას დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი შტრუბინგ – მარკიაფავას დაავადება – ღამის პაროქსიზმული ჰემოგლობინურია  –  დაავადება ვითარდება სომატური მუტაციის შედეგად ღერძულ უჯრედებში, რასაც მივყავართ ერითროციტების ანომალიური პოპულაციების წარმოშობამდი. მათ ახასიათებს უჯრედული მემბრანის მომატებული მგრძნობელობა კომპლემენტისადმი. გამოვლინდება მუდმივი სისხლძარღვთა შიგნითა ჰემოლიზით, რომელიც ზოგჯერ ძლიერდება (უფრო ხშირად ღამით) ჰემოგლობინურიის წარმოშობამდე. სინონიმები: ჰარლეს დაავადება, მარკიაფავა –

Read More