პეჯეტ – შრეტერის სინდრომი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პეჯეტ – შრეტერის სინდრომი – (J. Paget, ინგ. ქირურგი და პათოლოგი; L. Schroetter, ავსტრ. ოტორინოლარინგოლოგი; სინ.: ტრავმული ვენოსპაზმი) ლავიწქვეშა ვენის თრომბოზი, რომელიც უკავშირდება მის ტრავმირებას ნეკნ – ლავიწის შუალედის არეში. სინდრომი საჭიროა განვასხვავოთ ლავიწქვეშა და იღლიის ქვეშა ვენების სხვა გენეზის თრომბოზებისაგან; სინდრომის ყველაზე ადრეული და ხშირი სიმპტომია შეშუპება, რომელიც ვრცელდება მთლიან ზედა კიდურზე მტევნიდან ლავიწქვეშა მიდამომდე და მაქსიმალურ სიდიდეს აღწევს პირველივე დღეებში თრომბოზის წარმოქმნიდან. მეორე, ყველაზე ხშირი სიმპტომია კანის საფარველის ციანოზი, რომელიც ყველაზე უფრო მკაფიოდ გამოხატულია ზედა კიდურების დისტალურ ნაწილში. ავადმყოფებს აღენიშნებათ ტკივილები, ზოგჯერ მწვავე, მიგრირებადი, რომელიც პერიოდულად მოიცავს მხრისა და წინამხრის სხვადასხვა სეგმენტებს. მწვავე პერიოდი გრძელდება 3 კვირამდე. დაავადების შემდგომი მიმდინარეობა ღებულობს სტაბილურ ხასიათს პერიოდული გაუარესებებით, რაც უკავშირდება ფიზიკურ დატვირთვას. პროგნოზი სიცოცხლისათვის კეთილსაიმედოა. ამ დაავადების დროს განგრენის განვითარება წარმოადგენს კაზუისტურ იშვიათობას.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook