პიკვიკის სინდრომი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პიკვიკის სინდრომი – 1. ზოგადი ჭარბი სიმსუქნის დროს შესაძლოა ჩამოყალიბდეს ფილტვისმიერი გულის ქრონიკული თორაკულ – დიაფრაგმული ვარიანტი. კლინიკური ნიშნებია: III – IV ხარისხის სიმსუქნე, დღისით ძილი, ღამით უძილობა (ავადმყოფი თვლემს ჭამის, საუბრის, ჯდომის, ფეხზე დგომის დროს), ციანოზი, სუნთქვის გახშირება, ქოშინი, იშვიათად კრუნჩხვები, ეკგ – ზე მარჯვენაგრამა. პროგნოზი უკეთესი, ვიდრე ფილტვისმიერი გულის სხვა ვარიანტების დროს. [“3”] 2. პიკვიკის სინდრომი – პათოლოგიური მდგომარეობა, რომელიც ვითარდება დაბალი ტანის მქონე პირებში გასუქებისას და ვლინდება ხშირი, ზედაპირული სუნთქვით, მოთენთილობითა და საერთო სისუსტით. 3. პიკვიკის სინდრომი – ავადმყოფური მდგომარეობა, რომელიც წარმოიქმნება დაბალი ტანის მსუქან პირებში და ხასიათდება დღის ძილიანობით სუნთქვის უკმარისობის ფონზე. განპირობებულია ფილტვების ტევადობისა შემცირებით, მისი ჰიპოვენტილაციით. დამახასიათებელია ხშირი ზედაპირული სუნთქვა, ღამის აპნოე, არეტერიული ჰიპერტენზია, ფილტვისმიერი გული, პოლიციტემია, სისხლის მომატებული წებვადობა. მდგომარეობას აუმჯობესებს სხეულის მასის შემცირება, მოწევის თავის დანებება, აპნოეს კორექცია.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook