პირველადი კომპლექსი

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პირველადი კომპლექსი – პირველადი ეფექტის შერწყმა პათოლოგიური პროცესის ლიმფოგენური გავრცელებასთან რეგიონალურ ლიმფურ კვანძებში. პირველადი ეფექტი განსაკუთრებით გამოხატულია ტუბერკულოზის, სიფილისის, იშვიათად შავი ჭირისა და სხვა ინფექციური დაავადებების დროს. ტუბერკულოზის დროს იგი ჩვეულებრივ ვითარდება ტუბერკულოზის მიკობაქტერიებით აეროგენული დასნებოვნების შედეგად: ფილტვის ქსოვილში წარმოიქმნება ალვეოლიტი, ექსუდაციურ – დესქვამაციური პნევმონია, პერიფოკალური ანთებითი რეაქციით და ხშირად კაზეოზური ნეკროზით ცენტრში. წილთაშუა ძგიდეების ლიმფურ ძარღვებში ასევე აღინიშნება სპეციფიკური ანთებითი პროცესი შეშუპებით, ტუბერკულოზური ხორკლით და კერებით, რომლებიც თითქოსდა ქმნიან ერთგვარ ბილიკს ფილტვის ფესვისაკენ.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული უნივერსიტეტი 4.დიეტები 5.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook