პნევმოპერიკარდი

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პნევმოპერიკარდი – (pneumopericardium; ბერძ. Pneuma ჰაერი + პერიკარდი) ჰაერისა და აირების დაგროვება პერიკარდში. განასხვავებენ სპონტანურ და ხელოვნურ პნევმოპერიკარდს. სპონტანური პნევმოპერიკარდი წარმოიქმნება გულმკერდის გამჭოლი ჭრილობების დროს, პერიკარდის ცეცხლსასროლი ან ცივი იარაღით დაზიანებისას, ასევე ნეკნის ნამტვრევებით და ა. შ. ასევე პერიკარდის ღრუში საყლაპავის პენეტრირებადი წყლულის, დაშლილი სიმსივნეების, აიროვანი ცისტების და მეზობელი ორგენოების აბსცესების გახსნისას და სხვ. ხელოვნურ პნევმოპერიკარდს მიმართავენ ექსუდაციური პერიკარდიტის, სიმსივნეების და დივერტიკულის დიფერენციალური დიაგნოსტიკისათვის და შიგაპერიკარდული შეხორცებების გამოსავლენად; ასევე იყენებენ სამკურნალო მიზნებითაც – პერიკარდის ფურცლებს შორის შეხორცებების თავიდან ასაცილებლად და ტკივილების მოსახსნელად მისი ფურცლების განცალკევებით ფიბროზული პერიკარდიტის დროს, სითხის ევაკუაციის გასაუმჯობესებლად და მისი ხელმეორედ დაგროვების სიჩქარის შესამცირებლად ექსუდაციური პერიკარდიტის დროს.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook