Tag Archives: ჰაერი

ჰიდროპნევმოპერიკარდი

განმარტებითი ლექსიკონი ჰიდროპნევმოპერიკარდი – ჰაერის და გამჭირვალე სითხის არსებობა პერიკარდის ღრუში.უფრო ხშირად ვითარდება პერიკარდიოცენტეზის ჩატარების დროს ჰაერის მოხვედრის გამო.ამ ღრუში ჰაერის არსებობას არ მოჰყვება ავადმყოფის მდგომარეობის მკვეთრი გაუარესება.

ვაზოაქტიური

განმარტებითი ლექსიკონი ვაზოაქტიური – სისხლძარღვების, განსაკუთრებით არტერიების, სანათურის ტონუსზე და დიამეტრზე მოქმედი.ვაზოაქტიურს მიეკუთვნებიან ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ემოციური აგზნება, არტერიული წნევა, ნახშირორჟანგის შევცველობა ჰაერში და გარემოს ტერპერატურა.ზოგირთი მათგანი ზეგავლენას ახდენს უშუალოდ სისხლძარღვებზე, სხვები კი თავდაპირველად მოქმედებენ თავის ტვინის ვაზომოტორულ ცენტრზე და შემდეგ იქედან ინფორმაცია გადაეცემა სისხლძარღვებს.