პოლიმიალგია რევმატიული

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პოლიმიალგია რევმატიული – (ბერძ. Poly მრავალი + მიალგია) ხანშიშესულ პირთა დაავადება, რომელიც ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების ტკივილებითა და შებოჭილობით. დაავადება იწყება უეცრად, ძლიერი ტკივილებით მხრის სარტყლის, კისრის, ზურგის კუნთებში; შემდეგში პათოლოგიურ პროცესში ერთვება მენჯის სარტყლის კუნთები. ამავდროულად ავადმყოფებს აღენიშნებათ შებოჭილობა, განსაკუთრებით დილაობით; ხშირად მატულობს ტემპერატურა, ვითარდება ანორექსია, აპათია, თითქმის დეპრესიამდე, ავადმყოფი მკვეთრად კლებულობს წონაში. რევმატიული პოლიმიალგია ხშირად შერწყმულია გიგანტურუჯრედოვან (ტემპორალურ) არტერიიტთან. ფარულად მიმდინარე ტემპორალური არტერიიტის დროული გამოცნობა და ადექვატური მკურნალობის ჩატარება საშუალებას იძლევა თავიდან იქნას აცილებული სიბრმავის განვითარება – ტემპორალური არტერიიტის ყველაზე უფრო მძიმე გართულება. 2.  (polymyalgia rheumatica; პოლი – + მიალგია) უცნობი ეტიოლოგიის სინდრომი, რომელიც ხასიათდება მხრისა და მენჯის სარტყლის კუნთების მიდამოში ტკივილებითა და შებოჭილობით, ცხელებით, წონაში დაკლებით, ანემიით, ედრი – ის მომატებით; გვხვდება უპირატესად 50 წლის ასაკის ზევით.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook