პრექორდული ფირფიტა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პრექორდული ფირფიტა – (lamina prechordalis – ლათ.pre – ადრე, ბერძნ.chorda – სიმი) ემბრიონული ნერგი. ძუძუმწოვრებსა და ფრინველებში ვლინდება გასტრულაციის პროცესში ქორდული მორჩის წინა ნაწილში. პრექორდული ფირფიტის მასალა დასაბამს აძლევს პირის ღრუს, ხახის, საყლაპავის, სასუნთქი გზებისა და ფილტვების ეპითელურ საფარს, აგრეთვე ქორდის წინა ბოლოს და მეზოდერმის წინა ორ სეგმენტს. არსებობს მონაცემები, რომელთა საფუძველზეც ბრაქიოგენური ჯირკვლების (ფარისებრი, ფარისებრ­ახლო და მკერდუკანა) ჰიპოფიზის წინა და შუა წილი ასევე ვითარდება პრექორდული ფირფიტის მასალიდან. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook