Tag Archives: ეპითელურ

ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ფარისებრი ჯირკვლის ფოლიკული – (folliculus \glandulae thyroideae\)  სხვადასხვა ზომის, ღრუს შემცველი სფეროსებრი დახშული წარმონაქმნი, რომლის კედელს ერთშრიანი კუბური ეპითელიუმი ქმნის. ფოლიკულის ამომფენ ეპითელურ უჯრედებს თიროციტები (thyrocyti) ეწოდებათ. ფოლიკულის ღრუში გროვდება სეკრეციის პროდუქტი  –  კოლოიდი (colloidum). (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.)

Read More

სინუსოიდური ადენოჰიპოფიზის კაპილარი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი სინუსოიდური ადენოჰიპოფიზის კაპილარი – (vas capillare sinusoideum adenohypophysis ლათ.sinus  –  წიაღი) ფენესტრირე­ბული ტიპის სინუსოიდური კაპილარი, ლოკალიზდება ჰიპოფიზის წინა წილის ეპითელურ ტრაბეკულებს შორის. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა