პროტეიდები

თურმანიძის მალამო

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

პროტეიდები – 1. რთული ცილები; შედგება მარტივი ცილებისა (პროტეინები) და არაცილოვანი კომპონენტისაგან – პროსთეტიული ჯგუფისაგან. არაცილოვანი კომპონენტის მიხედით პროტეიდებს ყოფენ 5 ჯგუფად: გლიკოპროტეიდები, ლიპოპროტეიდები, ნუკლეოპროტეიდები, ქრომოპროტეიდები და ფოსფოპროტეიდები. პროტეიდებს განეკუთვნება მრავალი ცილა – ფერმენტი. პროტეიდები მონაწილეობს ნივთიერებათა გარდაქმნის მრავალ რეაქციაში, სხვადასხვა უჯრედისა და ქსოვილის შენებაში. დიდია პროტეიდების როლი მემბრანების სტრუქტურის შექმნასა და მათი ფუნქციის გამოვლენის რეაქციებში. ნ. ალექსიძე. [“1”] 2. პროტეიდები – რთული ცილოვანი ნივთიერებების ჯგუფი, რომლებიც შედგებიან მარტივი ცილებისა და არაცილოვანი კომპონენტების – პროსთეტიური ჯგუფისაგან (პროტეინი). 3. პროტეიდი – მარტივი ცილების, არაცილოვან ნივთიერებებთან ნაერთი, რთული ცილა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook