ჟანგბადით მკურნალობა და ჟანგბადის კონცენტრატორი

ჟანგბადით მკურნალობა  ოქსიგენოთერაპია

ჟანგბადით მკურნალობა – ოქსიგენოთერაპია (ლათ. Oxygenium  –  ჟანგბადი და თერაპია), ჟანგბადის ხელოვნურად შეყვანა ადამიანის ორგანიზმში სამკურნალოდ.
ჩვეულებრივ მიმართავენ იმ დაავადებათა დროს, რომელთაც დაერთვის ჰიპოქსემია (გულ – სისხლძარღვთა სისტემის დაავადებანი, პნევმონია, ფილტვის ემფიზემა, სიმაღლის ავადმყოფობა, მხუთავი აირებით მოწამვლა და სხვ.), აგრეთვე რბილი ქსოვილების ზოგიერთი ჩირქოვან – ლპობითი პროცესის (მაგ. განგრენა) და სხვ. დროს. ჟანგბადით მკურნალობისთვის იხმარება როგორც სუფთა ჟანგბადი, ისე მისი ნარევი ჰაერთან ან ნახშირორჟანგთან (5 – 7%)  –  ე. წ. კარბოგენი. ჟანგბადი ორგანიზმში შეჰყავთ ინჰალაციის მეთოდით, კანქვეშ, პერიტონეუმში, ნაწლავში (ჭიების წინააღმდეგ). ჟანგბადით მკურნალობისთვის იყენებენ კათეტერებს, ნიღბებს, ჟანგბადის ბალიშებს, სპეც. ინჰალატორებს და სხვ. ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

ჟანგბადის კონტროლი სისხლში

პულსოქსიმეტრი

ჟანგბადის თერაპია . ექიმი რუსუდან მაჩალიძე

ჟანგბადი სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანის ორგანიზმისათვის.  მისმა დეფიციტმა შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა დაავადებების განვითარება, სიკვდილი.
ჟანგბადის უკმარისობის შევსება  შესაძლებელია ჟანგბადის თერაპიის საშუალებით. ეს არის უნიკალური ტექნიკა, რომელიც გამოიყენება გარკვეული დაავადებების სამკურნალოდ. პროცედურები ტარდება სამედიცინო დაწესებულებების სპეციალიზირებულ განყოფილებებში.

ჟანგბადით თერაპიამ შეუძლია შეავსოს მისი მოთხოვნილება. ეს სასარგებლოა გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების მქონე ადამიანებისთვის. იმ პაციენტებისთვის, რომლებსაც აქვთ თირკმლების და ღვიძლის დაავადებები და აქვთ ავთვისებიანი სიმსივნეები. ჟანგბადი სასარგებლოდ მოქმედებს სისხლძარღვებზე, ხელს უწყობს სწრაფად გამოჯანმრთელებას ჰიპოქსიის, ტროფიკული დარღვევების, ტრავმის, ჭრილობების დროს.

ჟანგბადით თერაპია ხელს უწყობს იმუნური სისტემის გაძლიერებას, არტერიული წნევის ნორმალიზებას და მეტაბოლიზმის გაუმჯობესებას. ქსოვილების რეგენერაციის დაჩქარებას, ორგანიზმში მეტაბოლური პროცესების ნორმალიზებას. ტექნიკა უსაფრთხოა და მისი გამოყენება შესაძლებელია პედიატრიაშიც. იგი ინიშნება ჩვილებისთვის, რომლებსაც აქვთ რესპირატორული ორგანოების დაავადებები, აქვთ დარღვეული მეტაბოლიზმი. ასეთი თერაპია ეფექტურია , ქრონიკული კოლიტის, ენტერობიოზის, დიათეზის დროს. ჟანგბადით თერაპიის საშუალებით, ორგანიზმში ჟანგბადი შედის ინჰალაციის მეშვეობით

ჟანგბადით თერაპია აუცილებელია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც კომაში არიან, აქვთ გულის მწვავე უკმარისობა, ტვინის  ინსულტი, ნახშირორჟანგით მოწამვლა,  ინიშნება მწვავე ალერგიის დროს.
ჟანგბადის ინჰალაციის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერი ასაკის ადამიანისთვის. ისინი აუცილებელია ჰიპოქსემიის ნიშნების აღმოსაფხვრელად, რაც მოხდა გულსისხლძარღვთა დაავადებების, ნერვული სისტემის მუშაობის დარღვევის ფონზე. აღნიშნული  ენიშნებათ ახალშობილებს, რომლებმაც  მიიღეს ინტრაკრანიალური დაზიანება მშობიარობის დროს, კრუნჩხვითი სინდრომის მქონე ბავშვებში, მენინგიტით, ენცეფალიტით, პნევმონიით, ტუბერკულოზით.

ჟანგბადის საჭირო დოზის მიღება შეგიძლიათ სახლის პირობებში. ამისათვის  უნდა შეიძინოთ  ჟანგბადის კონცენტრატორი.   

ანგბადის კონცენტრატორი
მოწყობილობა მარტივია გამოსაყენებლად

ჩვენებები, უკუჩვენებები, სიფრთხილის ზომები

ჟანგბადი არ იწვევს დამოკიდებულებას, არ აქვს  გვერდითი ჩვენებები. მთავარია მისი მიზანმიმართული გამოყენება. პრაქტიკულად არ იწვევს გართულებებს.
თუმცა,ზოგიერთი პაციენტი  გრძნობს გარკვეულ დისკომფორტს  სეანსის დასრულების შემდეგ. ჩივილები:   თავის ტკივილი, სხეულის პერიფერიის ციანოზი (ფრჩხილები, ტუჩები და ა.შ.). გადაჭარბებული ძილიანობა, გონების დაბნეულობა, სუნთქვის პრობლემები (ხდება წყვეტილი, ნელი, რთული).
საკმაოდ იშვიათად, მაგრამ შესაძლებელია  მოხდეს ცხვირის ძგიდის დაზიანება.
ჟანგბადით თერაპია ინიშნება მხოლოდ პაციენტის სრულყოფილი გამოკვლევის შემდეგ.

არსებობს  უკუჩვენებებიც. ის აკრძალულია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც არიან  მძიმე ნარკოტიკულ- ფსიქოტროპული მედიკამენტებით  გადაჭარბებული დოზებით გამოწვეულ  ინტოქსიკაციაში, ასეთ პირობებს თან ახლავს ფილტვების მკვეთრად შემცირებული სავენტილაციო ფუნქცია. აკრძალულია იმ ადამიანებისათვის, რომლებსაც აქვთ ტვინის მნიშვნელოვანი პათოლოგიები, რაც უარყოფითად მოქმედებს ცენტრალური ნერვული სისტემის მუშაობაზე.

მსგავსი სტატიები:
  1. ულსოქსიმეტრი სატურატორი პერფუზიომეტრი  – სწორად შეარჩიეთ აპარატი
  2. ორგანიზმში ჟანგბადის შემცირება, ფილტვებისა და გულის მუშაობა შეგიძლიათ აკონტოლოთ სახლში და თავიდან აიცილოთ ჯანმრთელობის მრავალი გართულება
  3. ოვიდ -19  და პულსოქსიმეტრი . როგორ გამოვიყენოთ
  4. კოვიდი სახლში . სამ ინდექსიანი საკონტროლო მინი-აპარატიმინი ბიზნესის ბიზნეს გეგმა
  5. ჟანგბადის უკმარისობა
  6. ჟანგბადი
  7. პულსი 
  8. პერფუზია და პერფუზიომეტრი
  9. ჟანგბადის კონცენტრატორი
  10. ჰიპოქსია 
  11. ნაყოფის ჰიპოქსია
  12. ჰიპოქსემია
  13. https://www.facebook.com/permalink.php?story_fbid=3730894283600154&id=173602909329327&__cft__[0]=AZUkO5gDyipnAk9VbjMVe5RFE2TfRoAWAcUEX5ppBdL34o8wc6lKLFPdssVKVRF5ICKhE1bndNx9Igc5I0ceLikdw1VgG3SY-wK_2QV0zsFHixaNNa7waX0YtRKZcU7-zFFbdaTtd8n-UvzyZmMnxF5q&__tn__=%2CO%2CP-R

ჟანგბადით მკურნალობა

Share this...Share on Facebook
Facebook