რეშად – შილინგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

რეშად – შილინგის დაავადება – მწვავე რეტიკულოენდოთელიოზი. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, სიცხიანობით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულებით, ჰემორაგიული დიათეზით; შესაძლოა პირღებინება, დიარეა. სისხლში ანემია, ლეიკოციტოზი, მონოციტოზი (90% – მდე ჰისტომონოციტების, მონოციტოიდების, მონობლასტების სიჭარბით), თრომბოციტოპენია. ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის და ლიმფური კვანძების ბიოფსიით დგინდება რეტიკულოენდოთელიური პროლიფერაცია, მიელოიდური მეტაპლაზიის კერები. პროგნოზი მძიმეა. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა
2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook