Tag Archives: მიელოიდური

რეშად – შილინგის დაავადება

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი რეშად – შილინგის დაავადება – მწვავე რეტიკულოენდოთელიოზი. ხასიათდება მწვავე დასაწყისით, სიცხიანობით, პირის ღრუს ლორწოვანი გარსის დაწყლულებით, ჰემორაგიული დიათეზით; შესაძლოა პირღებინება, დიარეა. სისხლში ანემია, ლეიკოციტოზი, მონოციტოზი (90% – მდე ჰისტომონოციტების, მონოციტოიდების, მონობლასტების სიჭარბით), თრომბოციტოპენია. ღვიძლის, ელენთის, ძვლის ტვინის და ლიმფური კვანძების ბიოფსიით დგინდება რეტიკულოენდოთელიური პროლიფერაცია, მიელოიდური მეტაპლაზიის კერები.

Read More

მიელოიდური ქსოვილი

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი მიელოიდური ქსოვილი – (textus myeloideus)  შემაერთებელი ქსოვილის სახესხვაობა, წარმოდგენილია რეტიკულური ქსოვილით, რომელშიც ერითროციტები, გრანულოციტები, მონოციტები, სისხ­ლის ფირფიტები და ლიმფოციტების წინამორბედი უჯრედები (ლოკა­ლიზდებიან ძვლის წითელ ტვინში) ვითარდება. (ც. გაჩეჩილაძე, ნ. ჩიკვილაძე. ჰისტოლოგიის, ციტოლოგიის და ემბრიოლოგიის ტერმინთა განმარტებითი ლექსიკონი.”თბ.,”ცოდნა”.2000 წ.) გაფრთხილება! ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა 3.საპატრიარქოს ქართული

Read More