როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას. პროცესის პროვოცირებას იწვევენ გარე გამაღიზიანებელი ფაქტორები (მზე, ქარი, ყინვა, ცხელ საამქროებში მუშაობა). კლინიკური სურათი. ზიანდება მხოლოდ სახის კანი; წარმოიქმნება არაიშვიათად სებორეულ ფონზე, მყარი დიფუზური სიწითლე (ერითემა) ტელეანგიექტაზიებით. ერითემის გაჯერება იცვლება. შედეგად მის ფონზე ჩნდება წვრილი, კაშკაშა წითელი ფერის პაპულები, რომელთა ცენტრში ფორმირდება ზედაპირული პუსტულები. გამონაყარის რეგრესის დროს ნაწიბურები არ რჩება. სუბიექტურად აღინიშნება სიცხის შეგრძნება, მსუბუქი ქავილი. მიმდინარეობს ხშირი გამწვავებებით, შესაძლებელია განვითარდეს ცხვირის კანის ხორკლიანი ჰიპერტროფია (რინოფიმა). ზოგჯერ აღინიშნება კერატიტის თანდართვა.

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook