Tag Archives: ერითემის

ქსეროდერმა პიგმენტური

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი ქსეროდერმა პიგმენტური – (xeroderma pigmentosum; ბერძ. Xeros მშრალი + derma კანი; ლათ. Pigmentum საღებავი) იშვიათი მემკვიდრეობითი ქრონიკული დაავადება, რომელიც ხასიათდება ულტრაიისფერი სხივებისადმი მომატებული მგრძნობელობით და სხეულის  ღია ნაწილების კანის პოიკილოდერმიის ტიპის პათოლოგიური ცვლილებებით. დაავადება  ვლინდება 2 – 3 წლის ასაკის ბავშვებში, იშვიათად მოზრდილ ასაკშიც. ბავშვობაში განვითარებული  დაავადება

Read More

როზაცეა

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი როზაცეა – დაავადება, რომელიც წარმოიქმნება საშუალო და ხანდაზმულ ასაკში (ხშირად ქალებში) და ხასიათდება სახეზე მცირე ზომის პაპულო – პუსტულოზური გამონაყრის გაჩენით, ერითემის ფონზე, ტელეანგიექტაზიებით. ეტიოლოგია დადგენილი არ არის. პათოგენეზი დაკავშირებულია სებორეასთან, ვეგეტატიურ – სისხლძარღვოვან ნევროზთან. გარკვეული მნიშვენელობა აქვს კუჭის სეკრეციის დარღვევას (ხშირად აქილია), ქალებში  –  ოვარიალურ დისფუქციას.

Read More