როთმუნდის დისტროფია, ანუ დაავადება

  • თურმანიძის მალამოები

ლალი დათეშიძე, არჩილ შენგელია. სამედიცინო ენციკლოპედიური განმარტებითი ლექსიკონი

როთმუნდის დისტროფია, ანუ დაავადება – სინდრომი  –  კანის მემკვიდრეობითი ატროფია. ტელეანგიექტაზური დერმატოზი კატარაქტით. ოჯახური ატროფიული პოიკილოდერმია. კანის თანდაყოლილი დისტროფია. გადაცემის ტიპი ავტოსომურ – რეცესიული. ნიშნები: სიცოცხლის პირველ თვეებში კანი ღებულობს მარმარილოს ელფერს. ცვლილებები იწყება ნიკაპიდან. შემდეგ კანი ხდება მოყავისფრო წითელი და მოყვითალო, ოთხი – ექვსი წლის ასაკში ვითარდება ორმხრივი კატარაქტა, გათეთრება, აქერცლილობა, ფრჩხილების დისტროფია, კბილების განვითარებისა და სეკრეციის დარღვევა, თირკმლების ჰიპოპლაზია, მეორადი სასქესო ნიშნები სუსტადაა განვითარებული, ე.წ. იუვენილური ათეროსკლეროზი, ჯუჯისებრი სიმაღლე. სინონიმები: როთმუნდ – ვერნერის დაავადება, თომსონის დაავადება, როთმუნდ – თომსონის სინდრომი. [“3”]

გაფრთხილება!

ბმულები: 1.საავტორო ფარმაცევტული სკოლა 2.სამედიცინო ლიტერატურა
3.დიეტები 4.ორსულობა და მშობიარობა

Share this...Share on Facebook
Facebook